„სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე“ – ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელი

​პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ ემორჩილება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი  არ ასრულებს ექიმების სამკურნალო რეკომენდაციებს, არ იღებს მედიკამენტების მიღებაზე და უარს აცხადებს სამედიცინო მანიპულაციებზე.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება. რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, – განმარტავს ურთქმელიძე.

 

მსგავსი თემები