,,არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, სააკაშვილი ბევრად მეტს იწონის”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არა 58 კილოგრამს, არამედ 64 კილოგრამს და 400 გრამს იწონის.

„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია, დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

წყარო: პირველი არხი

,,წონა აქვს უკვე 58 კილოგრამი,მოწამლულია და ვერ ჭამს 1500 კალორიას” – გიული ალასანია

მსგავსი თემები