ბათუმში ქარიშხალია, მოგლეჯილია ხეები

ბათუმში, ძლიერი ქარი ამოვარდა. რამდენიმე ქუჩაზე ხეებია მოგლეჯილი ქარიშხალმა მშენებარე შენობებიდან დამცავი ბადეები მოგლიჯა და სამშენებლო წვრილ-წვრილი მასალები და კენჭები ცვივა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.

ქარიშხალმა ბათუმოს სტადიონის ტერიტორიაც დააზიანა. სტადიონის ირგვლივ განლაგებული დამცავი ჯებირები წაიქცია და მანქანებს დაეცა.

მსგავსი თემები