ბადრი ესებუას საქმე შესაძლოა, სტრასბურგში წავიდეს

საქართველოს ბაკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, ეს საქმე სტრასბურგში წავა. როგორც ადვოკატებმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს და მართლმსაჯულება მის მიმართ ვერ ხორციელდება სამართლიანად.

„უნდათ, რომ სამაგალითოდ დასაჯონ. რა არის პირდაპირი მტკიცებულება ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით? არაფერი. როცა ამ კითხვას ვსვამ, პასუხი არ არის. ჩვენი სტრატეგიაა დავადასტუროთ, რომ ბადრი ესებუა სხვაგან არის დაკავებული. ჩვენ გვაქვს ამისი მტკიცებულება და ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტებიც. ასევე, დადასტურდება, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემმედიცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები