,,თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა”- მამუკა მდინარაძე

,, ნედ პრაისიც იტყუება? ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა,”- ასე ეხმიანება ”ქართულის ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

საუბარია ნედ პრაისის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება.

,,ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ხომ?  ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ თუ არა “თეთრი შავზე დაიწერა” და ასეთი საოცრება მოხდა, ხომ მოხდა ასეთი საოცრებები? მაგალითად, “თეთრი შავზე” დაიწერა ევროპარლამენტის 500 დეპუტატის მონაწილეობით. ეს ხომ გვქონდა? ახლა, ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ, კი, ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება, მაგრამ ჩემთვის პირადად, მთლად წარმოუდგენელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ  არ მაქვს ასეთი მოლოდინ, რომ თეთრი შავზე იურიდიული დაკსვნის სახით დაიწეროს. ნედ პრაისიც იტყუება? ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილს, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც ითქვა ბევრჯერ, რომ ის კანონი, რომელიც “ხალხის ძალამ” დაარეგისტრირა არის რუსული, არის უბრალოდ ტყუილი კი არა, ძალიან ცუდი ტყუილი, – განაცადა მდინარაძემ.

 

 

მსგავსი თემები