,,ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება”- გიორგი გახარია

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარია განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის განხილვას „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული.

„ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

 

მსგავსი თემები