გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს გამოაცხადა.

გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ბიზნესმენს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. მოგვიანებით, მას ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ახალი ბრალი წაუყენეს.

 

მსგავსი თემები