უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2 წლით ყოფნის უფლება ექნებათ – მთავრობის დადგენილება

მთავრობის დადგენილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ.

მთავრობამ დააკორექტირა ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა.

დადგენილება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

 

მსგავსი თემები