,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში”- ადვოკატი

,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, ამიტომ მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებლებს, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმს, ილია ლომიამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა უფრო გაუარესდა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა.

,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, ამიტომ მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებლებს, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში, საუბრის უნარიც არ აქვს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდაა და ეს არის მისი მდგომარეობა, უფრო და ურო გაუარესებული. დაახლოებით ერთი კვირაა უფრო გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, კიდურებში გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამიტომ კლინიკის მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებელს.

რა თქმა უნდა, მცირე ოდენობით იღებს საკვებს, მაგრამ იმ ოდენობით, რასაც ითხოვს კლინიკის მედპერსონალი რომ მიიღოს, მას არ შეუძლია, უბრალოდ არ შეუძლია მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე”, – თქვა ილია ლომიამ.

მსგავსი თემები