,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი”- მედვედევი სააკაშვილზე

,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი,”- ასე მოიხსენიებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საქართელოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

მედვედევმა დაასახელა ორი თარიღი, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა,”- აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი თემები