,,ვთხოვთ უკრაინის პარტნიორებს, ძალისხმევა მხოლოდ უკრაინელების სრულ გამარჯვებაზე დახარჯონ”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა უკრაინაში, მაგრამ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება მითებზე იყოს დამყარებული,”- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ”ტვიტერზე” წერს.

მისი განცხადებით, მას არ სჯერა რომ რუსეთი ომისგან დაიღლება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

,,დავაძალოთ უკრაინელებს, რომ უღალატონ საკუთარ მოქალაქეებს არ იქნება სამართლიანი და არ მოიტანს მშვიდობას. ამგვარი “შეთანხმებები” მხოლოდ საძირკველს მოამზადებს შემდეგი კონფლიქტებისთვის. სწორედ ამიტომ ვთხოვთ უკრაინის პარტნიორებს, რომ ძალისხმევა მხოლოდ უკრაინელების სრულ გამარჯვებაზე დახარჯონ. ეს არის ერთადერთი მართებული არჩევანი”, – წერს მინისტრი. 

 

მსგავსი თემები