რუსეთში, პენზის ოლქის გუბერნატორმა, ბაიდენსა და მის ოჯახს რეგიონში შესვლა აუკრძალა

,,გავეცი ბრძანება, აეკრძალოთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს პენზის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა,”- ამის შესახებ პენზის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ მელნიჩენკომ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ გუბერნატორმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში თავადაც მოხვდა.

,,მე გავეცი ბრძანება, აეკრძალოთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს პენზის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა. ჩვენი რეგიონი არ მიესალმება თავის ტერიტორიაზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი აქვთ ხელზე, რომლებიც საკუთარ თავს რუსეთისა და მისი მოსახლეობის პირდაპირ შეურაცხყოფის უფლებას აძლევენ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხალხი”, – განაცხადა გუბერნატორმა.

მსგავსი თემები