,,მხარს ვუჭერ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს”- მიხეილ სააკაშვილი

,,მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას,”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში მარცხის პარალელურად, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში.

,,მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას.

ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და ასევე, დაუყონებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს

სალომემ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მზადდება მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია. ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში.

პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე და ჩვენ თავს გვახვევენ ომის შიშით მონობას. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები