,,2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ომი დასავლეთის ქვეყნების რუსოფობიამ და რუსეთის დაშლაზე მათმა სურვილმა გამოიწვია.

მედვედევმა  ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა. მეორე ასეთი თარიღი 2014 წლის გაზაფხულია რაცა ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია”, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები