თელ-ავივში, ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სდებს ბრალს.
ბოლო ცნობებით, “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 100-მდე მძევალი.
ცნობისთვის, კაიროში მოძრაობა “ჰამასის” დელეგაცია შუამავლებს შეხვდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. დავის მთავარი საგანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაა.