,,დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს მუდმივად აქვს სიცხე.
,,ყოველთვის აქვს სიცხე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი. წნევა – 160, 150, ეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ყოველთვის ჰქონდა დაბალი წნევა. დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ. აქვს ფეხების ტკივილი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.