აშშ-ში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვით მოხდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით,  აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს. მოკვლევითა და დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ პანდემია ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვას უკავშირდება.

„The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას ადრე მხოლოდ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იზიარებდა. დღეს კი იგივეს ამტკიცებს ენერგეტიკის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა, შემდეგ კი ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოედო.

მსგავსი თემები