უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 802-ე დღეა. ბოლო 24 საათში, 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მიტანილმა მორიგმა იერიშმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.