უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციები შეეხო 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვიტალი სმირნოვო და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპისჩევი.

ასევე, სანქციები შეეხოთ “ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის ორ ქალიშვილს.

 

მსგავსი თემები