„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მორიგ განცხადებას ავრცელებს და NATO-ს რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაუებს.

„ცივი ომის“ შემდეგ, ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნები – „მტკიცე მცველი“ რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარით,  რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ „ნატო“ ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად ემზადება“, – აცხადებს  მარია ზახაროვა.

 

 

მსგავსი თემები