,,რადიკალური ოპოზიცია ეწევა კამპანიას, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

,,ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტსტუსი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან დაცლილია.

„ის, რომ ეს არის კამპანია, იმითიც დასტურდება, რომ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტსტუსი. რაც შეეხება რეალურ დამოკიდებულებას ევროკავშირში, ამ რეალურ დამოკიდებულებას ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა შეხვედრებზე ვხვდებით, მათ შორის ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, იცით, რომ გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ასევე ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჩეხეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ასე რომ აქ ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვაქვს ევროპელი კოლეგებისა და ცალკეული ქვეყნების სრული მხარდაჭერა. მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი, რაც აზიანებს ამ გზას, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიციის კამპანია – „არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები