მესტიაში, მდინარე ნაკრაში სამდღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. გრძელდება დანარჩენი ორი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურში იპოვეს.
2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა.