,,ზელენსკი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში…შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული”- მიხეილ სარჯველაძე

,,უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მიძრაობასთან“ მიმართებით. ამიტომ, პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”- ზელენსკის მიმართვა – (mcm.ge)

მსგავსი თემები