სროლა თბილისის ცენტრში – ვერაზე პოლიციაა მობილიზებული

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით მეზობლებს შორის კონფლიქტს 4-მდე გასროლა მოჰყვა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. დაჭრილი არავინაა. პოლიციას არავინ დაუკავებია.

მსგავსი თემები