ავარია ერევანში – 29 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

სომხეთის დედაქალაქში დავთაშენის ხიდზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 29 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

მსგავსი თემები