,,ზელენსკის განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს”- გივი მიქანაძე

,,ზელენსკის განცხადება არის ერთგვარი ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და სააკაშვილის ჯამმრთელობაზე პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდის.

„სამწუხაროა, მაგრამ გარკვეულწილად ეს განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს გააღვივოს და გააფართოოს, რაც საფუძველს მოკლებულია, რადგან პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილია. შესაბამისად, კითხვებს იწვევს ის გარემოება, რომ მაშინ, როცა უკრაინაში ასეთი მძიმე სიტუაციაა, პრეზიდენტი ასეთი განცხადების გაკეთებისთვის როგორ იცლის? – ამ განცხადებას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ეს განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და მის ჯანმრთელობაზე პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდის. უკრაინული მხარის მიმართ კითხვები გვაქვს, სააკაშვილი საქართველოში რა ფორმით შემოვიდა და გამოძიება ჩაატარეს, სააკაშვილი კონტეინერში როგორ განთავსდა? მოხდა მისი ხელშეწყობა და ქვეყანაში შემოპარვა და ამის გამოძიება მოხდა?“, – განაცხადა მიქანაძემ.

,,გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”- ზელენსკის მიმართვა – (mcm.ge)

მსგავსი თემები