ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა. სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება 15 თებერვლიდან ამოქმედდება.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ.

ცნობისთვის, გაზის ფასის ლიმიტის შეთანხმება ასევე გულისხმობს ზომების ფართო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკაზე მაღალი ფასების შეზღუდვას. გაზისა და ელექტროენერგიის ფასები რეკორდულად 2022 წლის დასაწყისში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება რადიკალურად შეამცირა.

მსგავსი თემები