რუსთავში სანტას ფორმაში გამოწყობილი კაცი გიტარით ხელში საავადმყოფოში შესვლას ცდილობდა

რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სანტას ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, გიტარით ხელში, თანხმლებ პირებთან ერთად, შესვლას ცდილობდა.

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, „სანტა” ერთ-ერთი პაციენტის შვილმა დაიქირავა, რათა საავადმყოფოში მყოფი დედისთვის სიურპრიზი მოეწყო.

სანტას პაციენტისთვის გასამხნევებელი სიმღერა უნდა შეესრულებინა. თუმცა საავადმყოფოს ადმინისტრაციამ არსებული რეგულაციების გამო ის საავადმყოფოში არ შეუშვა.

მსგავსი თემები