,,ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ  ბახმუტი ტეხს რუსულ არმიას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი კვლავ რჩება საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად.

მისი თქმით, მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც.

„ბახმუტი ფრონტის მთელ ხაზზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული არმიების ჩასანაცვლებლად მოდიან. მხოლოდ დაფიქრდით ამაზე – რუსეთმა უკვე დაკარგა უკრაინაში 99 000 ჯარისკაცი. ამ დღეებში იქნება ოკუპანტების 100 000 დანაკარგი. რისთვის? ამაზე პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არც ექნებათ. ისინი აწარმოებენ ომს და ადამიანების სიცოცხლეს ხარჯავენ – სხვა ადამიანების, არა თავიანთი ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების და მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში რაღაც ხროვას არ შეუძლია შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები