,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი”- თეიმურაზ კუპატაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი.

„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მსგავსი თემები