,,თურმე ამ ქვეყნის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 48 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი, რომელსაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია.

„ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ ასევე მიაჩნიათ, თურმე, კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის თხოვნა, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას. ე.ი მათ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა. ვისაც არ უნდა შეეხებოდეს ამ შემთხვევაში, დიახ, ვადასტურებ, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. და რადგან 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა, ნიშნავს, რომ მათ ქართულ სახელმწიფოზე, როგორც სახელმწიფოზე, არ აქვთ წარმოდგენა. მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები