,,დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამ­დენ ხალხს ასე უყ­ვარ­ხარ და ასეთ პატივს გცემენ, ეს ბოლომდე უნდა და­უ­ფა­სო”- ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში სტუდენტებს შეხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრისას ნეაპოლზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ნეაპოლელს და თითოეულ გულშემატკივარს, რომ ასე თბილად მიმიღეს თავიანთ სახლში.

დიდი პასუხისმგებლობა როცა ამ­დენ ხალხს ასე უყ­ვარ­ხარ და ასეთ პატივს გცემენ. ეს ბოლომდე უნდა და­უ­ფა­სო. რაც შე­ე­ხე­ბა მიზანს, „ნა­პო­ლის“ მიზანია რომ ტიტულები მოვიგოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და თითოეული თა­მა­ში ძა­ლი­ან მნიშვნელოვანი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის.

ქართველები და ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი ოჯახს ყოველთვის პირველი ადგილზე აყენებენ ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

მსგავსი თემები