ფინეთის პრეზიდენტის თქმით, გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ

ფინეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს.

საული ნიინისტოს თქმით, გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ.

„ვის სჭირდება აქ უსაფრთხოება? რუსეთის მეზობლებს. რუსეთს თუ შეუძლია, მისცეს მეზობლებს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, რატომ არ მივცეთ რუსეთს იმავე დონის და თანაბარად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები? ისეთივე საიმედო, როგორსაც მათ აძლევენ“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

 

მსგავსი თემები