,,რუსეთს არავის შთანთქმა არ სურს”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთს არავის შთანთქმა არ სურს უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „არაკეთილისმსურველები“ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციული პროცესების შეფერხებას ცდილობენ.

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას – ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“ , – განაცხადა პუტინმა.

 

 

მსგავსი თემები