როგორც ჩანს, პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს – ”ომის შესწავლის ინსტიტუტი”

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით,   რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ბელარუსის პრეზიდენტი, რომ უკრაინაში ომში ჩაერთო

“ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი კვლავაც თვლის, რომ ბელარუსის შესვლა უკრაინასთან პუტინის ომში ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო ლუკაშენკოს თეზისები, მათ გამოსწორებაში ლუკაშენკოს დარწმუნების გარეშე, ირიბად ადასტურებს ამ შეფასებას”, –  აცხადებენ  ანალიტიკოსები.

როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს ბელარუსის რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის განცხადება, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, ბელარუსს მოიაზრებს.

მსგავსი თემები