კანადა რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს

კანადა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას გამოიყენებს სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად.  უწყების ცნობით, მთავრობა მიმართავს სასამართლოს, მოხდეს აღნიშნული აქტივების დაყადაღება.

კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს.

კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს თავიანთი უკანონოდ მოპოვებული კაპიტალისთვის.

 

მსგავსი თემები