,,როდესაც მდევნიან, თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩემ გარშემო იკრიბება”- დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციასთან დაკავშირებით, აძლიერებს და ხალხს მის ირგვლივ კრებს.

„ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ როდესაც მდევნიან, თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩემ გარშემო იკრიბება. ეს მაძლიერებს. რაც არ მკლავს, მაძლიერებს“, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მისი კამპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამბოხების ბრალდებამ შესაძლოა ტრამპს არჩეულ თანამდებობაზე კვლავ კენჭისყრა აუკრძალოს.

„ხალხს ესმის, რომ გამოძიების დემოკრატიული ბიურო ცდილობს, ხელი შემიშალოს პრეზიდენტობის კანდიდატობაში, რადგან მათ იციან, რომ გავიმარჯვებ და რომ ჩემი დევნის მთელი საქმე იმპიჩმენტის მსგავსია – ჩემი და რესპუბლიკური პარტიის გვერდის ავლის პარტიული მცდელობა“, – აღნიშნავს ტრამპი.

მსგავსი თემები