“იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  საკითხის შესწავლა დაიწყო.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო,“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საუბარია, “იმედის” ჟურნალისტ, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტზე. ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების ავტორებს  პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.

მსგავსი თემები