,,ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია”- თაკო ჩარკვიანი

,,ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე,”- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა  თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება.

„რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები