,,სულ წევს, ადამიანს ჯდომაც კი არ შეუძლია”- გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

,,მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს – სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს დაჯდომაც კი არ შეუძლია” – ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

,,არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს. ძალიან განვიცდიდი, ვიდრე აქ მოვიდოდი, რადგან არ ვიცოდი აქ რა დამხვდებოდა, მაგრამ დამხვდა ის, რომ კიდევ წონა აქვს დაკლებული. სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს ჯდომაც კი არ შეუძლია. მე, რომ მკითხოთ, ძალიან ცუდად და მძიმედ არის. ორი ლუკმა შეჭამა და იმ წუთში გულისრევა დაეწყო. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფია. დილით, რომ მოვედი განწყობილი იყო სასამართლოში წასასვლელად. ფაქტია, რომ ექიმებმა ვერ გაუშვეს”, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები