,,აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

,,აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია, რამაც ევროპულ ქვეყნებში უმუშევრობა, ბიზნესის დახურვა და სხვა მძიმე პრობლემები გამოიწვია,”- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა საბოლოოდ დაიწყეს აღიარება, რომ სწორედ რუსული ენერგორესურსები იყო ევროპის კეთილდღეობის საფუძველი.

„ამერიკელები ენერგორესურსებს ყიდულობენ ერთ ფასად, მაგრამ ყიდიან ევროპაში ოთხჯერ მაღალ ფასში. გარდა ამისა, მათ ჩაითრიეს ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში და შეაჩერეს ჩვენი პროექტები, რამაც შესაძლებელი გახადა იაფი ენერგიის გამოყენება, რაც იყო სამრეწველო განვითარების საფუძველი გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მსგავსი თემები