კიევში შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად ჩავიდნენ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო უკვე გამოაქვეყნეს.

,,ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. რუსული რაკეტების “წვიმის” და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს”, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

მსგავსი თემები