“დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება

“მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება” – აღნიშნულია წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი თემები