,,არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ათას რაღაცას ვფიქრობ”- გიული ალასანია

,,დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა უნდა მოსულიყო, აქ უნდა ყოფილიყო. მე მოვედი, ამდენი ხალხი მოვიდა და ის არ არის, არაფერი არ ვიცი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ღელავს და ფიქრობს, ”ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ უკვე მისი ტრანსპორტირებაც ვერ მოხდა”.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სწრაფად ვნახო და დაველაპარაკო, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ათას რაღაცას ვფიქრობ. იქნებ, ისევ ცუდად გახდა მოულოდნელად. დილით დავინახე, რომ უკეთდებოდა გადასხმა, სუსტად იყო, ვკითხე კიდეც როგორ ხარ-თქო და სუსტადო მითხრა. ვიდრე არ ვნახავ ჩემს შვილს და არ გავიგებ რა მოხდა, არაფერი არ ვიცი, უბრალოდ ვღელავ“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები