თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

აშშ-ში, ვაშინგტონთან ახლოს, ქალაქ გეითერსბურგში თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა.

მაშველებმა პილოტი და ერთი მგზავრი თვითმფრინავიდან გამოიყვანეს, მათ სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ცნობილია, რომ თვითმფრინავში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები