ხატია დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს.

მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

,,საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს,” – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები