,,აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას”- კელი დეგნანი

,,საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია.

„მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მტკიცე რჩევა საქართველოს მიმართ არის ის, რომ საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფეროა, აქ არ არსებობს ცალმხრივად მიდგომის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები