ვაკეში არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარის საკეტი დააზიანეს და ფული მოიპარეს

ქურდობა ვაკეში –  წყნეთის ქუჩაზე მდებარე  მაღაზია  “სპარიდან” სამმა არასრულწლოვანმა თანხა მოიპარა. არსებული ინფორმაციით, მათ კარის საკეტი დააზიანეს, მაღაზიაში შევიდნენ და 1000 ლარამდე თანხა წაიღეს.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და პოლიციას სამივე არასრულწლოვანი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

მსგავსი თემები