ნაცემმა მონაზონმა ორივე თავდამსხმელი ამოიცნო

მონაზონმა, რომელიც ყაჩაღებმა სცემეს და გააუpატიურეს, ორივე თავდამსხმელი ამოიცნო. როგორც ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მედიასთან განაცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ,

„ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას“ – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დედაოს ცემისა და ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები