,,ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოება სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში დარწმუნდეს”- ნიკა მელია

,,ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოება სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში დარწმუნდეს,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

,,ვინც თვალყურს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ცალსახად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არ სურს ხელისუფლებას საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რაშიც დარწმუნებულია სამედიცინო საზოგადეობის ყველა წარმომადგენელი, ვისაც ჰქონდა საშუალება მასთან შესვლის, იმ ადამიანების სიმართლეში დარწმუნდეს მთელი საზოგაოდება, ვინც დასკვნა დაწერა, იმ პოლიტიკოსების, მათ შორის, მიხეილ სააკაშილის მეგობრების სიტყვებში, რომლებსაც აქვთ შესძლებლობა დროდადრო შევიდნენ და ინფორმაცია გამოიტანონ და მერე თქვენ გაგიზიარონ და თქვან ის, რასაც რეალურად ხედავენ და ამ დროს „ქართული ოცნების” პროპაგანდა ყოველთვის საპირირისპიროს ადასტურებს, აი, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველასთვის იქნებოდა ხელშესახებად ნათელი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყეტილება არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება, მოსულიყო დღეს სასამართლო დარბაზში. უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელი გადავადებასთან დაკავშირებით ანუ საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და შეუძლებელია, თვალი არ გაუსწოროს რეალობა ყველაზე ბოროტმა სისტემამ,”- განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები